ეროვნულ ბიბლიოთეკას საქართველოს...
ეროვნულ ბიბლიოთეკას საქართველოს...

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს გიორგი კეკელიძეს საჩუქრად საფრანგეთში ფრანგულ ენაზე გამოცემული 1921 წლის საქართველოს კონსტიტუცია გადასცა.
ეროვნული ბიბლიოთეკის ცნობით, იშვიათი გამოცემა, რომელიც უკვე ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდის ნაწილია, ემიგრაციის დარბაზში დაიდებს ბინას.
ამასთან, საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტს, სოფლის ბიბლიოთეკების ინტერნეტიზაციის პროექტის ხელმძღვანელ რუსუდან ასათიანს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ღირსების ორდენი გადასცა.
