Header Ads

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე...

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე...

სალომე ზურაბიშვილი



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე მოწვეული უცხოელი სტუმრების სიას ასაჯაროვებს. სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ თქვა, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი. საქართველოს ეწვევიან მაღალი რანგის სტუმრები 20-ზე მეტი ქვეყნიდან და 16 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი. 


„დღევანდელი მონაცემებით, ინაუგურაციის ცერემონაის დაესწრება სომხეთის პრეზიდენტი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი და სოციალურ საქმეთა ყოფილი მინისტრი, თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სპიკერი, სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტი, ლიეტუვას სეიმის სპიკერი, პოლონეთის სენატის მარშალი და პრეზიდენტის კანცელარიის ხელმძღვანელი, მოლდოვას ვიცე-პრემიერი, თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი, გაერთიანებული არაბეთის საემიროების კლიმატის ცვლილებების და გარემოს დაცვის მინისტრი, ბელარუსის ეროვნული ასამბლეის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, სუამის გენერალური მდივანი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ამერიკიდან სტუმარ გვეყოლება USAID-ის წარმომადგენელი და ასევე წმინდა საყდრის საგანგებო ემისარი. საქართველო მადლობას უხდის ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს სტუმრობისთვის“, – თქვა ბრიფინგზე თოთლაძემ.


ხვალ დილიდან თელავის ცენტრში გადაადგილება შეიზღუდება. ღონისძიებები მხოლოდ თელავში გაიმართება. რიგით მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ფიცის დადების შემდეგ კი მოწვეული სტუმრები წინანდლის ნაცვლად თელავის თეატრში გადაინაცვლებენ, სადაც საზეიმო მიღება დაიწყება.


ხვალ თელავში 50 ქვეყნის 150 წარმომადგენელს ელოდებიან, მათ შორის იქნებიან პარლამენტის სპიკერები, ვიცეპრემიერები , მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები.


ინაუგურაციის დღეს სტუმრები ანსამბლ „რუსთავის“, „ერისიონისა“ და ქართული ხმების შესრულებით კახურ მრავალჟამიერსაც მოისმენენ. აჟღერდება სახელმწიფო ჰიმნი.


ღონისძიება ერეკლე მეფის სასახლეში 16 დეკემბერს, 15 :00 საათზე დაიწყება და 40 წუთს  გაგრძელდება.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.