მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისას ბრიტანელი...
მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისას ბრიტანელი...

ბრიტანელი მილიონერის დევიდ მილანის შვილი ახალ ზელანდიაში გაუჩინარდა: ის მსოფლიოს გარშემო მოგზაურობდა. ამის შესახებ Metro წერს.
22 წლის გრეის მილანი კავშირზე 1 დეკემბრის შემდეგ არ გამოსულა. დევიდ მილანის თქმით, ის ოჯახს მუდმივადა ეკონტაქტებოდა. „ის ჩვენ ფოტოებს გვიგზავნიდა და ოჯახის წევრებს ყოველთვის გვიკავშირდებოდა, თუმცა უკვე ერთ კვირა გავიდა, რაც მასთან კონტაქტი არ გვქონია’- განაცხადა მილიონერმა პრესკონფერენციაზე.
გოგოს გაუჩინარებაზე პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო. ბოლოს ის ქალაქ ოუკლენდში ერთ-ერთ სასტუმროში კაცთან ერთად შენიშნეს. კაცი უკვე დაკითხეს, თუმცა გოგოს კვალზე გასვლა მაინც ვერ მოხერხდა.
გრეის მილანმა მოგზაურობა პერუდან დაიწყო და ახალ ზელანდიაში 2 კვირის წინ ჩავიდა.
