ბრაზილიაში ფესტივალი Comic Con Experience იმართება
ბრაზილიაში ფესტივალი Comic Con Experience იმართება

ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუში ფესტივალი Comic Con Experience იმართება, რომელიც კომიქსებს, ტელესერიალებს, ფილმებს, ანიმეს, ვიდეოთამაშებსა და ფანტასტიკურ ლიტერატურას ეძღვნება. Euronews-ის ცნობით, მასში ათასობით ადამიანი მონაწილეობს.
ღონისძიება წელს მეხუთედ ტარდება და მას 4 დღის განმავლობაში სან-პაულუს საგამოფენო კომპლექსი მასპინძლობს.
წლევანდელ ფესტივალზე პოპულარული სერიალის „სამეფო კარის თამაშების“ მსახიობებიც მიიწვიეს.
