რატომ მოხვდა ელისო კილაძე თქვენს მიერ...
ფონდ პეგასის ხელმძღვანელ თამუნა იარაჯული სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს სადაც საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და ხელისუფლებას მიმართავს. იარაკული აპროტესტებს ინაუგურაციის ცერემონიალზე მიწვეულ ადამიანთა სიაში ელისო კილაძის არსებობას და აღნიშნულის გამო სახელიწუფლებო სუბიექტებისგან პასუხს ითხოვს.
ვფიქრობდი გუშინდელ ამოუხსნელ მოსაწვევს არ გამოვხმაურებოდი, მაგრამ ესეთმა სიჩუმემ მიგვიყვანა იქ სადაც ვართ ეხლა, რამოდენიმე თვე გრძელდებოდა საშინელი კამპანია მუქარები და ბინძური სიტყვებით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ლანძღვა, მესმის რომ ბოროტებას ბოროტებით არ უნდა უპასუხოთ ისიც მესმის რომ ერი ორად არ უნდა იყოს გახლეჩილი , მაგრამ სიაში აღმოჩდეს ის ადამიანები ვისგანაც ქვეყანას ვიცავდით ვიცავდით აგრესიისგან ვიცავდი საკუთარ შვილს რომელსაც უტიფრად იდგა და ემუქრებოდა ელისო კილაძის ბანდა იმის მაგივრად ეს ქალი იყოს პასუხისგებაში მიცემული, რომელმაც არამარტო ჩემ შვილზე განახორციელა ათასი სიბინძურე ავადმყოფი ეძახა ვითომ კეთილი სურვილებით ასევე ჩემ უახლოეს მეგობარს შეეხო მისი ცილისმწამებლური ბანდა და ტროლები, რა მივიღეთ, მივიღეთ იგივე შეცდომა რამაც ქვეყანა მიიყვანა ამ მდგომარეობამდე, აქ არც მოსაწვევზეა საუბარი და არც ინაუგურაციაზე, დასწრების სურვილზე ან არ დასწრებაზე ეს ყველაფერი მეტყველებს ერთ რამეზე ხალხის ნდობა დაკარგეთ კიდევ ერთხელ ხალხის რომლესაც ძალიან უყვარხართ,
არა თქვენ არამედ ქვეყანა დაუშვებელია დამნაშავეს არ სჯიდნენ და სუფრის თავში დასვათ, ცოტა უხერხულია უბრალოდ არ გეგონოთ ვინმეს ამით გული დაწყდეს არა ბატობენო, უბრალო ბოლო იმედი დაუკარგეთ უღალატო ხალხს, ვისაც არაფერი ინტერესი არ აქვს გარდა ქვეყნის კეთილდღეობისა ჩვენ ხალხი დავიღალეთ უმოქმედობით როდესაც გვემუქრებიან სულ ცოტა ხნის წინ თუ გაიმარჯვებდნენ დაგვხოცავდნენ კედელთან მიგვახვრიტავდნენ ასეთ ადამიანებს ყველა განვითარებულ ქვეყანაში სჯიან კანონით . მოკლედ ერთი რამ ფაქტია ასეთი სუსტი პოლიკა ასეთი სუსტი სამართალი მე პირადად არ მახსენდება ჩვენს ქვეყანაში, გონს მოეგეთ ხალხს გულს ნუ ტკენთ ხალხს რომელსაც თქვენი არაფერი უნდა გარდა განვითარებული ქვეყნისა, ელისო კილაძე თქვენამდე არავის ახსოვდა, რატომ წამოწიეთ ასე წინა პლანზე? რაში გჭირდებათ! ასეთი ბინძური ადამიანი, ქვეყანა დაემსგავსა ელისოს სულს ზუსტად ისე აზროვნებს ქვეყანა როგორც ის უკვე და საოცრება რატომ გგონიათ რომ ეს ესე დარჩება, ღალატი ისტორიულად მოგვდევს თან მაგრამ ეს პატარა ერი მოღალატეებს ზუსტად ისეთ პასუხს ცემდა როგორსაც იმსახურებდა, გაოცებული ვარ ქვეყანაში განვითარებული მოვლენებით ქალბატონო სალომე მე ვიდექი და ვიდგები თქვენს გვერდით როცა დაგჭირდებათ, ქვეყნის სასიკეთოთ მაგრამ თქვენგან მოვითხოვ ეხლა პასუხს რატომ მოხვდა ეს ადამიანი თქვენს მიერ დაპატიჟებულთა სიაში ? ქალმა რომელმაც თქვენს გამო ჩემი პოლიტიკური შეხედულების გამო ჩემი 8 წლის აუტიზმის მქონე შვილი მთელი თავის ფეისბუქ ტროლებითა და სექტით ემუქრებოდა ძალიან ბევრი ვიმუშავე, მე პირადად რომ გაგემარჯვათ რადგან სამართლიან ქვეყანაში ცხოვრება მინდა რას ნიშნავს ეს ყველაფერი უბრალოდ შეხვედრას ვითხოვ დაუყოვნებლივ მიუხედავად დროის უქონლობისა და პასუხს გამომიყენეთ როგორც მეუბნებოდნენ ?! მე არ მჯერა რომ ეს ესეა მე ისევ ვიქნები მოლოდონში რომ მე კი არა კანონს და სამართალს სცემთ პასუხს, ის რაც მე არჩევნების პერიოდში გადავიტანე ამას არ დავწერ ხოდა ძალიან მტკივნეულია როცა ერთგული ხარ ტკივილი მერე გადადის პროტესტში გელოდებით ველოდები პაუხს რა ხდება მე ვერ ამოვხსენი ?! არც ეხლა დადგა მიშაობის დრო როდემდე?! ჩვენ ვართ ერის ნაწილი რომელიც შანტაჟის ენით არ ველაპარაკებით ხელისუფალს, პირიქით ვთხოვთ გაამართლონ იმედები და არა პოლიტიკური ნიშნით არამედ კანონის დამრღვევები იყვენენ დასჯილები ოღონდ დამრღვევები ეხლა თვენ გადაწყვიტეთ თქვენი ბედი მე ჩემი სათქმელი გითხარით. წერს თამუნა იარაჯული.
წყარო: marshalpress.ge