WTA-ს გულშემატკივართა რჩეული სიმონა ჰალეპი...
WTA-ს გულშემატკივართა რჩეული სიმონა ჰალეპი...

WTA-ს „გულშემატკივართა ფავორიტის“ ნომინაციაში ქალებს შორის მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა სიმონა ჰალეპმა გაიმარჯვა. გამოკითხვა WTA-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა ჩაატარა.
WTA Fan Favorite-ი მთლიანობაში 4 ჩოგბურთელს აქვს მოგებული. ჰალეპის გარდა ჩამონათვალში მარია შარაპოვა, ელენა დემენტიევა და აგნიეშკა რადვანსკა არიან. რადვანსკამ პრიზი ექვსჯერ დაისაკუთრა.
რუმინელმა სიმონა ჰალეპმა 2018 წელს „დიდი სლემის“ შეჯიბრი მოიგო. სპორტსმენი მონრეალის ტურნირის გამარჯვებულიც გახდა.
