საფრანგეთში ყვითელი ჟილეტების აქციის...

საფრანგეთის დედაქალაქში, პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ აქცია საფრანგეთში დღეს განახლდება. ქვეყნის მასშტაბით ათობით ჯავშანტექნიკა და 89 ათასამდე სამართალდამცველია მობილიზებული. დემონსტრაციის დაწყებამდე პოლიციამ უკვე, სულ მცირე, 32 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ Yenisafak-ი წერს.
საფრანგეთში მცხოვრებ ან ტურისტული მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთში საქართველოს საელჩოც აფრთხილებს.
„როგორც მოგეხსენებათ, შაბათს, 8 დეკემბერს, პარიზსა და საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში დაგეგმილია ე.წ. ყვითელჟილეტიანების საპროტესტო აქციები. გთხოვთ, მოერიდოთ მომიტინგეთა თავშეყრის ადგილებს და თვალყური ადევნოთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გადმოცემულ ინფორმაციას.
საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე: +33783318689“, – წერია განცხადებაში.
ბენზინის ფასის გაზრდის გამო მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ პროტესტი საფრანგეთში 17 ნოემბერს დაიწყო, რომელიც დემონსტრანტებისა და პოლიციელების შეტაკებებში, დარბევასა და მანქანებისთვის ცეცხლის წაკიდებაში გადაიზარდა.
ამ აქციების დროს სულ 4 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა.
24 ნოემბერს აქციის გამო ეიფელის კოშკი ერთხელ უკვე დახურეს.
დეტალურ ინფორმაციას „ყვითელი ჟილეტების“ შესახებ, რომლებიც საფრანგეთში არეულობას აწყობენ შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.
