იტალიაში ინტერნეტზე დამოკიდებული ოჯახი 2...

იტალიის ქალაქ სალენტოში მცხოვრები ოჯახი ინტერნეტზე დამოკიდებულების გამო 2,6 წელი სახლიდან არ გასულა. ამის შესახებ Gazzetta del Mezzogiorno წერს.
მშობლები და შვილები ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ სწრაფი კვების პროდუქტებითა და ტკბილეულით ივებებოდნენ, საყიდლებზე კი სახლიდან მხოლოდ 9 წლის გოგო გადიოდა.
ამასთან, გოგო სკოლაში დადიოდა. მასწავლებლების ყურადღება მისმა მოუწესრიგებელმა და ბინძურმა ტანსაცმელმა მიიქცია, რის გამოც მათ სოციალურ სამსახურს მიმართეს, ამის შედეგ კი სიმართლე გაირკვა.
გოგოს 16 წლის ძმას ხანგრძლივი ფიზიოთერაპია სჭირდება, რადგან ის ფაქტობრივად არ მოძრაობდა და მუდმივად კომპიუტერთან იჯდა. გარდა ამისა, მოზარდი საშიშ თამაშ „ლურჯ ვეშაპში“ იყო ჩართული.
როგორც გაირკვა ოჯახი დანაზოგითა და სოციალურ დახმარებით ცხოვრობდა, რომელსაც მამა იღებდა. სწორედ ამიტომ ცოლ-ქმარი არ მუშაობდა.
