მამუკა ბახტაძე: დამთავრდა დრო, როდესაც...

საქართველოში დამთავრდა დრო, როდესაც მთავრობა, პრემიერმინისტრი ან მთავრობის რომელიმე მაღალჩინოსანი ახდენდა სასამართლოებში მოსამართლეების შერჩევას ან სასამართლოს ერთგვარ დალაგებას, ასეთი რაღაც საქართველოში აღარ მოხდება- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ლიეტუვაში ვიზიტისას განაცხადა.
მამუკა ბახტაძის განმარტებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა მიმართავს სრულფასოვნად არ გაცნობია.
„ჩვენი პოლიტიკურ გუნდის პოზიცია არის ძალიან ნათელი, რომ აუცილებად უნდა დადგინდეს ის კრიტერიუმები და პროცედურები, რითაც მოხდება მოსამართლეების წარდგენა. რაც შეეხება მთავრობის ჩართულობას, ამაზე არაერთხელ გავაკეთე ძალიან პირდაპირი განცხადება, საქართველოში დამთავრდა ის დრო, როდესაც მთავრობა, პრემიერ-მინისტრი ან მთავრობის რომელიმე მაღალჩინოსანი ახდენდა სასამართლოებში მოსამართლეების შერჩევას ან სასამართლოს ერთგვარ დალაგებას, ასეთი რაღაც საქართველოში აღარ მოხდება. სასამართლო არის დამოუკიდებელი შტო, მაგრამ ამასთან ერთად საზოგადოებას და თითოეულ ჩვენგანს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ არსებობს ობიექტური პროცედურები და კრიტერიუმები. ეს არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის პოზიცია და საზოგადოებასთან ამის შესახებ ჩვენ გვაქვს ძალიან პირდაპირი დიალოგი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ უზენაესის მოსამართლეობის სადავო კანდიდატებმა მოსამართლეებად არჩევაზე უარი თქვეს.
24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა.
კანდიდატები არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.
მოსამართლეთა სიამ მმართველ გუნდსა და საზოგადოებაში მწვავე კრიტიკა და დისკუსია გამოიწვია.
