ძიძა, რომელიც ბათუმის საბავშვო ბაღში...
(რეზონანსი) ბათუმის 31-ე საბავშვო ბაღის ძიძა იამზე გაბაიძე აცხადებს, რომ საბავშვო ბაღის ადმინისტრაციამ ის უკვე გამოკითხა და ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს.
„დილით საბავშვო ბაღში მოვედი და ჩვეულებრივ სადეზინფექციო სამუშაოებს ვატარებდი. სადენზიფექციო სამუშაოები თითქმის დასრულებული მქონდა, სამზარეულოში ბავშვი შემოვიდა წყალი მთხოვა. გამოყენებული ხსნარის ჭურჭელი გვერდით დავდე და ჭიქაში წყლის შევსება დავიწყე, ამ დროს ბავშვმა ხსნარიანი ჭურჭელი აიღო და არ ვიცი დალია თუ არა. ეს ვერ დავინახე. იმ წამსვე ბავშვი ავიყვანე და საბავშვო ბაღის ექთანთან მივიყვანე. ჭურჭელში ხსნარი ბევრი არ იყო. წყალში გაზავებული იყო. ფაქტით ძალიან შევშინდით და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოვიძახეთ. რა თქმა უნდა, ვიცი, ხსნარის შენახვის პირობები. ჩვეულებრივად დალუქულ ჭურჭელში ინახება. ვირუსებთან დაკავშირებით სადეზიფექციო სამუშაოები წინა დღითაც ჩავატარე, რადგან ვირუსები თავიდან აგვეცილებია. ფაქტზე ბაღის ადმინისტრაციამ მოკვლევა დაიწყო და მე უკვე დამკითხეს”,- განაცხადა იამზე გაბაიძემ.
