ეროვნულ მუზეუმში ფელიქს ვარლამიშვილის...
ეროვნულ მუზეუმში ფელიქს ვარლამიშვილის...

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ფელიქს ვარლამიშვილის (ვარლას) გამოფენა გაიხსნა. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ფართო საზოგადოებისთვის პირველად წარმოადგინეს მე-20 საუკუნის ოციან წლებში საფრანგეთში ემიგრირებული ქართველი მხატვრის ნამუშევრები.
ვარლა აქტიურად მონაწილეობდა იმ პერიოდისთვის ცნობილ სალონებთან, როგორც საფრანგეთში ისე, არგენტინაში, ბელგიაში, იაპონიაში, აშშ-სა და ირანში.
ვარლა 1986 წელს პარიზში გარდაიცვალა, დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.
გამოფენის გახსნაზე ფელიქს ვარლამიშვილის პირველი ალბომის პრეზენტაციაც გაიმართა.
