Header Ads

ევროკავშირის მოქალაქეობის მიღების მსურველ...

ევროკავშირის მოქალაქეობის მიღების მსურველ...

ევროკავშირი პასპორტი



ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებს განუმარტა, რომ იმ ქვეყნების მოქალაქეების სასაზღვრო კონტროლი გაამკაცრონ, რომლებიც ნაყიდ ე.წ. „ოქროს პასპორტებს“ ფლობენ. ლაპარაკია ევროკავშირის წევრი ქვეყნების პასპორტზე. ამის შესახებ BBC წერს


ევროკომისია გეგმავს შეისწავლოს სქემა და უფრო ახლოდან გაეცნოს იმ გეგმას, რომელიც მსხვილი ინვესტიციის სანაცვლოდ ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას გულისხმობს. ევროპული უწყების თქმით, სქემა შესაძლოა გადასახადების თავიდან არიდების ან ფულის გათეთრების ერთ-ერთი საშუალება იყოს. 


ევროკავშირის მოქალაქეობა ინდივიდს გაერთიანების ქვეყნებში თავისუფალი გადაადგილების, ადგილობრივ ბაზარზე დამკვიდრების და სხვა პრივილეგიებით სარგებლობის საშუალებას აძლევს. 


ევროკავშირის 20 ქვეყანას მსგავსი სქემა აქვს. 


კვიპროსი, მალტა და ბულგარეთი არაევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში მსხვილ ინვესტიციას ახორციელებენ, ევროკავშირის მოქალაქეობას აძლევენ. მდიდარ უცხოელებს პასპორტის ყიდვა €1 ან €2 მილიონის სანაცვლოდ შეუძლიათ. 


მათ დანარჩენი 17 ევროკავშირის წევრ ქვეყნაში, მათ შორის დიდი ბრიტანეთში ადგილობრივების მსგავსი პრივილეგიებით შეუძლიათ სარგებლობა. 


ადგილობრივი მაცხოვრებლის უფლების მისაღებად ხორვატიაში სულ მცირე €13,500 ინვესტცია, ხოლო ლუქსემბურგსა და სლოვაკეთში €5 მილიონზე მეტია საჭირო. 


ახალ ანგარიშში, რომელიც კომისიამ გამოაქვეყნა ვკითხულობთ, რომ არ არის საკმარისი ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ მუშაობს სქემა. მეტი ინფორმირებულობისთვის საკითხს მონიტორინგს სპეციალური ჯგუფი გაუწევს.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.