"წლების წინ დედამ შვილი მოკლა შეშით,...
ჟურნალისტი გოდერძი შარაშია სოციალურ ქსელში სანზონაში პატარა გოგონას ტრაგიკულად დაღუპვას ეხმიანება და ადამიანებში თანაგრძნობის უნარის გაქრობაზე წერს:
“წლების წინ სოფელ მისაქციელში დედამ შვილი მოკლა შეშით, მომდევნო კვირას რეპორტაჟი რომ გავაკეთეთ მოსახლეობის დიდნაწილს არ ახსოვდა ეს ფაქტი. ერთხელ ლონდონში გადაღებაზე ვიყავი და მშობლებს შვილი შემოაკვდათ ცემაში. ყველა ტელეკომპანია, ყველა ტაბლოიდი ერთი კვირის განმავლობაში, 24 საათი ამაზე საუბრობდა. გადაცემებში გამოყავდათ უფლებადამცველები, მასწავლებლები, მშობლები, მზრუნველობა მოკლებულ ბავშთა სახლების წარმომადგენლები. ბოლოს დედოფალმა საქველმოქმედო კონცერტი გამართა და მრავალი მილიონი შემოვიდა ერთ საათში და ყველაზე მთავარი – იმ დღეს ქუჩებში დიდი და პატარა დათვები დადიოდნენ ვედროებით და თანხას აგროვებნენ. ბოლოს გაირკვა, რომ ეს დათუნიები სხვებთან ერთად ბრიტანელი ბიზნესმენები იყვნენ შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. მოკლედ, აღარ ვიცი რა ვთქვა. აღარ ვიცი რა ვთქვა. აღარ ვიცი რა ვთქვა“, – წერს გოდერძი შარაშია.
