ირმა ინაშვილი: ლევან მურუსიძე არის თავხედი,...
ლევან მურუსიძე არის თავხედი, არის მატყუარა, არის ცინიკოსი, არის არასანდო, არის არამართალი, არის საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის სახიფათო, მისი აზროვნების სტილიდან გამომდინარე! ასეთ შეფასებას აძლევს ლევან მურუსიძის დღევანდელ განცხადებებს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი
ამიტომ ლევან მურუსიძისგან უნდა გათავისუფლდეს ქართული სასამართლო და ეს აუცილებლად მოხდება! -წერს ირმა ინაშვილი.
ზოგადად, დასამალი არ არის, რომ იმ დროის განმავლობაში, როდესაც მე ვიყავი რიგითი მოსამართლე, მიდიოდა სასამართლო სისტემაზე საკანონმდებლო წნეხი. მე შემიძლია, მთელი რიგი მაგალითები მოგვიყვანოთ, როდესაც რაღაც გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იყო სასამართლოს მიერ, არ შედიოდა, ვთქვათ, პროკურატურის ინტერესებში. ამ დროს კი არ ელაპარაკებოდნენ სათითაოდ მოსამართლეებს, პირდაპირ შეცვლიდნენ კანონს. ანუ, მოსამართლეს ძალიან ბევრი უფლება შეუკვეცეს.
სასამართლო სისტემაზე მიდიოდა საკანონმდებლო შტურმი. ეს გრძელდებოდა წლების განმავლობაში. -განაცხადა ლევან მურუსიძემ აიპრესთან.
ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ თქვენ რადგან ნაციონალური მოძრაობის გავლენიდან გამოხვედით, იმიტომ გებრძვით ახლა ეს პარტია…
მე მიმაჩნია, რომ ყველას აქვს თავისი ინტერესი. ვფიქრობ, ამ ინტერესის გატარებას სასამართლო ხელისუფლებაში უშლის ხელს ლევან მურუსიძე.
ნაციონალური მოძრაობის გავლენის ქვეშ უნდა ყოფილიყავით, რომ გამოსულიყავით, არა?
ხოდა, რა ვიცი. ზოგადად, როგორ ფიქრობთ, ცხრა წლის განმავლობაში ვისი გავლენის ქვეშ იყო სასამართლო?
თქვენ როგორ ფიქრობთ, ბატონო ლევან?
რა თქმა უნდა, მაშინ ხელისუფლება იყო „ნაციონალური მოძრაობა“ და როდესაც საზოგადოება საუბრობს, რომ სასამართლო იყო მისი გავლენის ქვეშ, ე.ი, იყო მისი გავლენის ქვეშ.
