Header Ads

ბექაური: თუ ოპერატორები არ გაითვალისწინებენ...

ბექაური: თუ ოპერატორები არ გაითვალისწინებენ...

კახა ბექაური



კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური აცხადებს, რომ კომისია ფიქსირებული ბაზრის კვლევას იწყებს, იმ მიზნით, რომ საცალო ბაზრის რეგულირება მოახდინოს და კომპანიებს, რომლებიც კომისიის აზრით უსაფუძვლოდ ზრდიან ფასებს, ზედა ზღვრული ტარიფები დაუწესოს.  


„ჩვენ დავიწყებთ საცალო ბაზრის სეგმენტზე, ნებისმიერ მობილურ,  თუ ფიქსირებული მომსახურების ბაზრის კვლევა-შესწავლას. ამის მიზანი საცალო ბაზრის რეგულირება და ზედა ზღვრული ტარიფების დადგენაა. ამაზე დავალება უკვე გავეცი.


თუ მანამდე მაინც გააძვირებენ ტარიფს კომპანიები იმ თარიღებში რაც თქვეს, გარწმუნებთ, ჩვენ აუცილებლად კანონზომიერების ფარგლებში დავაბრუნებთ მათ.“, – განაცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ 


მისივე განმარტებით, კომისია არ დაუშვებს, რომ დიდმა კომპანიებმა ბაზარზე მათი ძალა და უპირატესობა მომხმარებლების საზიანოდ გამოიყენონ.  


მობილურ ქსელების მომსახურება ძვირდება. კომპანია ‘სილქნეტი’ სატარიფო ცვლილებებს 1 მარტიდან გეგმავს. 


კერძოდ,’ჯეოსელის’ 5-ლარიანი პაკეტი -7 ლარი, 10-ლარიანი 15 ლარი, ხოლო 25-ლარიანი 30 ლარი ხდება. ცვლილებებს გეგმავს ‘მაგთიც’. ინტერნეტის ზრდის ხარჯზე ემატება ტარიფი, რადგან 18 თებერვლიდან ტარიფი „მარტივი 25“ 30 ლარი ხდება, თუმცა, მობილური ინტერნეტი: 1500 მბ იქნება 1000 მბ-ის ნაცვლად.


ასევე წესდება ნომრის მომსახურების საფასური, რაც ჯეოსელის შემთხვევაში ყოველთვიურად 20 თეთრს გულისხმობს. მაგთის აბონენტებისთვის კი 180 დღის განმავლობაში 1 ლარი.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.