მოკლულმა ემიგრანტმა მხატვარმა მკვლელს...
(რეზონანსი) იტალიაში ქართველი მხატვარი, თამარ მოდებაძე მოკლეს. საქართველოს კონსული იტალიაში თამთა რჩეულიშვილი აცხადებს, ამ ეტაპზე ეჭვმიტანილი გამოკვეთილი არ არის.
ამ დროისათვის ცნობილია ის, რომ მოდებაძე ნაწამებია. მისი ცხედარი კი ნეაპოლში, ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა ქართველმა ემიგრანტმა ჩაიდინა. მოტივი კი სავარაუოდო ძარცვაა.
თამარ მოდებაძეს 3 დღის განმავლობაში ეძებდნენ. მისი ცხედარი სავარაუდოდ, მკვლელობაში ეჭვმიტანილის სახლში ნახეს. დაზიანებები მოკლულს ხელებისა და კისრის არეში აქვს იყენებული.
იტალიაში მცხოვრები ქართველები ჰყვებიან, რომ მოკლულმა მხატვარმა მკვლელს სავარაუდოდ, საკუთარი ნახატი გასაყიდად მიუტანა. დაკარგულია თანხა და საბუთები.
„ქალბატონი თამარი ხატავდა, თავის შემოქმედება მიუტანია ერთ-ერთ ქალბატონთან ბინაში. ეს იქნება თანხასთან დაკავშირებული. მან მითხრა, რომ რაც კი ვიმუშავე ის თანხა დამაქვს თან. ეს ალბათ სხვასთანაც ჰქონდა ნათქვამი და ამის გამო მოხდა ეს ყველაფერი. წარმოიდგინეთ 4-5 წლის ნამუშევარი თანხა რამდენი იქნებოდა”-ამბობს ერთ-ერთი ემიგრანტი ქეთევან ქურციკიძე.
გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი ემიგრანტი,რომელიც მკვლელობაშია ეჭვმიტანილი იტალიაში აღარ იმყოფება.
