პრემიერმინისტრი ვილნიუსის უნივერსიტეტის...

საქართველოს პრემიერმინისტრი ვილნიუსის უნივერსიტეტის ქართველ და ლიეტუველ სტუდენტებს, რომლებიც ქართულ ენას სწავლობენ, საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე ესაუბრა.
მამუკა ბახტაძე საუბრისას ყურადღება გაამახვილა განათლების ფუნდამენტური რეფორმისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მნიშვნელობაზე, რაც ქვეყნის წარმატების უმთავრესი წინაპირობაა. პრემიერმა სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდა განათლების სფეროში დაგეგმილი სიახლეების შესახებ, რომელიც სისტემის ყველა საფეხურს შეეხება.
პრემიერმინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მიღწევებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და აღნიშნა, რომ ევროპა არის საქართველოს ცივილიზაციური არჩევანი და ერთადერთი ოჯახი, რომელაც ჩვეენი ქვეყანა ისტორიულად ეკუთვნის.
მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის “სტარტაპების” განვითარების კუთხით, ლიეტუვის წარმატებული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.
პრემიერმინისტრისა და სტუდენტების შეხვედრა, ვილნიუსის უნივერსიტეტის მე-16 საუკუნის ბიბლიოთეკაში, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მამუკა ბახატაძემ როგორც ქართველი, ისე ლიეტუველი სტუდენტების კითხვებს უპასუხა.
შეხვედრამდე პრემიერმა უნივერსიტეტის სამკითხველო დარბაზი და წმინდა იოანეს ტაძარი დაათვალიერა, ასევე საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.
