თელავში 35 წლის კაცმა თავი მოიკლა

თელავში, დავით რექტორის ქუჩაზე 35 წლის კაცმა თავი მოიკლა. კაცი ოჯახის წევრებმა საკუთარი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე დღეს დილით ნახეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, გარდაცვლილს ჭრილობა სანადირო თოფითიდან თავის არეში აქვს მიყენებული.
მათივე თქმით, ახალგაზრდა ხშირად სვამდა, თუმცა კავშირი აქვს თუ არა ამს თვითმკვლელობასთან, უცნობია.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
