"მუშას ვესუბრე, იქვე,მის წინ მოხდა ტყიბულში ის ტრაგედია"

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ტყიბულში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
"ტყიბულში ვარ.ფბ-ზე შემოვედი და რა სხვა საქართველოა სოციალურ ქსელში. სულ სხვა საქართველო ტყიბულშია,სადაც კონკურსის წინ ლოცვა და სიმღერა,ბოდიში და სულ ფეხზე ჰკიდიათ,ამ რეალურ საქართველოში არსებობისთვის იბრძვიან. იმ მუშას ვესუბრე,ვინც გუშინ მომხდარი უბედური შემთხვევის თვითმხილველი იყო.ადამიანის მსგავსი შოკი მე არასოდეს მინახავს. იქვე,მის წინ მოხდა ტყიბულში ის ტრაგედია." - წერს გრიგოლია.
ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.
