Header Ads

“ქალებო, გაასწარით სიკვდილს!- სიკვდილამდე მიყენებული აქვს დაზიანებები,ამას ადასტურებს სამედიცინო ექსპერტიზა…”





გვერდი “სოლიდარობის სახლი” რამდენიმე თვის წინ გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის, ანა ლომაშვილის საქმეს ეხმაურება და ოფიციალურ ვერსიას, რომლის მიხედვითაც გარდაცვლილმა თავი მოიკლა კატეგორიულად არ ეთანხმება:
“ქალებო, გაასწარით სიკვდილს! ანა ლომაშვილი -- სიკვდილამდე მიყენებული აქვს დაზიანებები, ამას ადასტურებს სამედიცინო ექსპერტიზა და მოწმეები. მას მუდმივად ჰქონდა კონფლიქტი მეუღლესთან, რომელიც ხშირად ძალადობდა მასზე. ძალადობას ადასტურებს რამდენჯერმე პოლიციის გამოძახება მოძალადის გასანეიტრალებლად, ასევე, არსებობს სასამართლოს მიერ რამდენჯერმე გამოწერილი შემავაკავებელი ორდერი ანას ყოფილი ქმრის მიმართ, რომ აღარ ჩაედინა ძალადობა.
პირველი ფოტო არის ანას სიცოცხლეში გადაღებული, სადაც შუბლის, საფეთქლის არეში აშკარად ჩანს ძალადობის კვალი.
ანა ლომაშვილის მეუღლის განცხადებით, მისმა ყოფილმა მეუღლემ, მისსავე სახლში, ძაღლის ჯაჭვით ჩამოიხრჩო თავი.
ექსპერტიზის დასკვნით, ანა ლომაშვილს სიკვდილამდე მიღებული აქვს დაზიანებები...
ვინ განახორციელა ძალადობა ანა ლომაშვილზე? თუ მეუღლემ არა, მაშინ რატომ არ იბრძვის ის იმის დასადგენად, რამ გამოიწვია ანას თვითმკვლელობა, თუ ეს თვითმკვლელობაა, ან თითმკვლელობის ინსცენირება?...
თუ ეს თვითმკვლელობის ინსცენირებაა, ვინ დამალა მკვლელობის კვალი?
ქალებო, ქალების მკვლელობები არის თქვენი მაგალითი, ვინც ხართ ძალადობის მსხვერპლი, ვინც ხართ სიკცდილის სავარაუდო მსხვერპლი! გაასწარით სიკვდილს!”




Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.