კახეთში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

კახეთში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა. ტელეიმედის ინფორმაციით, Opel-ის მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეჯახა.
შემთხვევა თელავის რაიონის სოფელ აკურაში წუხელ მოხდა. დაშავებული თავის და სხეულის სხვადასხვა მოტეხილობებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მძიმეა 18 წლის ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მართვის სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა
