Header Ads

ქმარმა ცოლი მეოთხე სართულიდან გადმოაგდო- კიდევ ერთი შოკისმომგვრელიისტორია





Facebook-გვერდი “სოლიდარობის სახლი” ქალის ისტორიას აქვეყნებს, რომელიც საკუთარმა ქმარმა აივნიდან გადმოაგდო:
2001 წელს, ძველით ახალ წელს, ვიკა გრიგოროვა მეუღლემ, შალვა სიდონიშვილმა მეოთე სართულის აივნიდან გადმოაგდო. ვიკა გვიამბობს ამ შემზარავ ისტორიას:
"2001 წლის ძველით ახალ წელს, ჩემი ქმარი სახლში მთვრალი მოვიდა. ეჭვიანი იყო. მკითხა, ვინ იყო სახლშიო. ვუპასუხე, არავინ-მეთქი. არ დამიჯერა. აქედან დაიწყო კონფლიქტი. განრისხებულმა აივანზე გამათრია, მთელი სხეულით ამიტანა, თეძოებში ჩამავლო ხელი, ამწია და მეოთხე სართულიდან გადამაგდო. ფეხებით დავცემულვარ. მეზობლებს სასწრაფო დახმარება გამოუძახიათ. არამიანცის საავადმყოფოში გადამიყვანეს. 1 წელი კომაში ვიყავი. გონზე 2002 წლის აპრილში მოვედი. ჩემი ქმარი გაქცეულა, რომ პოლიციას არ დაეჭირა. გაქცევისას ავარიაში მოჰყვა და ასე გარდაიცვალა.
როგორც კი გრძნობა დამიბრუნდა, საავადმყოფოდან გამოსულმა ბინა დავიქირავე. სულ 10 ლარი მქონდა. დღიურად ვიხდიდი ქირის ფულს 5 ლარს. ყავარჯნებით დავდიოდი, ჯართს ვაგროვებდი და ასე გამქონდა თავი. სახლში ვერ ვბრუნდებოდი. არ ვიცოდი, თუ ჩემი ქმარი გარდაცვლილი იყო და მეშინოდა, ვიცოდი, მომკლავდა. ერთხელაც, მეზობლები შემთხვევით შემხვდნენ და მითხრეს, შენი ქმარი მოკვდაო. მე მაშინვე წავედი სახლში. ჩემი საკუთარი სახლი მულს გაუყიდია და სახლში სხვები დამხვდნენ. მერე წავედი ჩემი ქმრის სახლში. დედამთილმა დამიყვირა, აქ არაფერი გესაქმებაო და გამომაგდო. რომ ვუთხარი, რატომ გაყიდეთ ჩემი სახლი-მეთქი, მიპასუხა, სახლის ფულით შალვა (ქმარი) დავასაფლავეთო. ასე დავრჩი ქუჩაში. დედ-მამა 20 წელია გარდაცვილები არიან. არავინ არ მყავს ნათესავი. მამის მხრიდან ბულგარელი ვარ, მაგრამ არ ვიცი სად არიან... ასე დავკარგე ნათესავებიც მამისაც და დედის მხრიდანაც. ყველანი ბულგარეთში გადავიდნენ საცხოვრებლად.
რაც შეეხება ჩემს გადარჩენას, ეს სასწაული იყო. არამიანცის საავადმყფოს ექიმებმა ანგარების გარეშე, მხოლოდ კეთილშობილებით გამიწიეს დახმარება. მათ ძალინ ვეცოდებოდი. მთელი წელიწადი მივლიდნენ და ზრუნავდნენ ჩემზე. ნუნუკა ენუქიძე, თორნიკე ნოზაძე და დათო ბიჭაშვილი. მთელი სიცოცხლე მათი მადლიერი ვიქნები.
დღეს უკვე 36 წლის ვარ. ინვალიდი, ფიზიკურად დასახიჩრებული და დამახინჯებული. მგარმ სულიერად ვცდილობ მედგრად ვიყო. არ ვიცი, რა მეშველება. არანაირი საარსებო წყარო არ გამაჩნია. ნახევარი მხარე პარალიზებული მაქვს და ბევრი სამუშაოს შესრულება არ შემიძლია."



Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.