Header Ads

ემა უოტსონმა სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლის ფონდს 1 მილიონი ფუნტი შესწირა

ბრიტანელმა მსახიობმა ემა უოტსონმა 1 მილიონი ფუნტი სტერლინგი ახლახანს შექმნილ საქველმოქმედო ორგანიზაციას შესწირა, რომელიც სექსუალური ძალადობისა და შევიწროების მსხვერპლ ქალებს ეხმარება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ორგანიზაცია The Justice and Equality Fund-ი 200-ზე მეტი ცნობილი ბრიტანელი ქალის მიერ შეიქმნა. მათი მიზანია ფონდისთვის 2 მილიონი ფუნტი სტერლინგი მოაგროვონ, რათა დაზარალებულ ქალებს დაეხმარნონ. ფონდს 10-10 ათასი ფუნტი შესწირეს ასევე მსახიობმა კირა ნაითლმა და ტომ ჰიდლსტონმა.

ფონდი ჰოლივუდში შექმნილი მოძრაობა Time's Up-ის მხარდამჭერია, რომელიც ასევე ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვისაა.

თავად ემა უოტსონს ნათქვამი აქვს, რომ 'სექსუალური შევიწროების მთლიანი კომპლექტი' გამოსცადა. 

სექსუალური შევიწროების თემა მსოფლიო მნიშვნელობის პრობლემად მას შემდეგ იქცა, რაც გასული წლის ოქტომბერში, ცნობილი ჰოლივუდელი რეჟისორის ჰარვი ვაინშტეინის ირგვლივ სექსუალური შევიწროების შესახებ სკანდალი აგორდა.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.