Header Ads

საზოგადოებრივის კანონპროექტზე და პრეზიდენტის ვეტოზე უმრავლესობა დღეს იმსჯელებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის თაობაზე პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტზე და მასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოზე 19 თებერვალს, უმრავლესობის ფორმატში იმსჯელებენ. ამის შესახებ სააგენტო 'ინტერპრესნიუსი' წერს.

უმრავლესობის სხდომა 11:00 საათზე, “ქართული ოცნების“ ოფისში გაიმართება, რის შემდეგაც გახდება ცნობილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მმართველი გუნდი “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით.

მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა 14 თებერვალს გადაწყვეტილება ვერ მიიღო. კომიტეტის წევრთა ხმები შუაზე გაიყო.

22 დეკემბერს პარლამენტში 'მაუწყებლობის შესახებ' საკანონმდებლო პაკეტს მხარი მესამე მოსმენით, 63-მა პარლამენტარმა დაუჭირა.

საქართველოს პრეზიდენტმა მაუწყებლის კანონპროექტს ვეტო 15 იანვარს დაადო. 26 იანვარს კი პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მაუწყებლის კანონის შესახებ მედიაორგანიზაციებთან შეხვედრაზე თქვა: 'ხელი მიკანკალებდა, როცა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს ვიღებდით'


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.