Header Ads

პრინცესა დიანას ფოტოგრაფს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

74 წლის ფრანგ ფოტოგრაფს, პატრიკ დემარშელეს 6 მოდელი და მისი ყოფილი ასისტენტი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს

ქალი, რომელიც 19 წლის ასაკში ფოტოგრაფთან სტაჟიორად მუშაობდა, ამბობს, რომ ის მოდელებს მკერდზე უხეშად კიდებდა ხელს და აიძულებდა, მის გენიტალიებს შეხებოდნენ. 

ამასთან, ქალი ამბობს, რომ ფოტოგრაფმა მას დაწინაურების პირობით, სექსუალური ურთიერთობა შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო და ამის შემდეგ, მუშაობის დროს ფოტოგრაფი მას აგინებდა. 

პატრიკ დემარშელე ერთ-ერთია მოდის ინდუსტრიაში მოღვაზე 25 ადამიანიდან, რომელთაც ბოლო დროს სექსუალურ ძალადობაში ამხელენ. მასთან ერთად, ბრიტანელ სტილისტს, კარლ ტემპლერსაც სდებენ ბრალს გარყვნილ ქმედებასა და სექსუალურ შევიწროებაში. 

ბოლო რამდენიმე თქვეში 50-მა მოდელმა დაადანაშაულა სამოდელო სფეროში მოღვაწე სხვადასხვა ადამიანები სექსულურ შევიწროებაში.

დემარშელე პრინცესა დიანას პირადი ფოტოგრაფი იყო. ის მუშაობდა ისეთი კომპანიებისთვის, როგორიცაა Vogue, Harper's Bazaar, H&M, Zara და Calvin Klein-ი.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.