ერაყში 17 წლის გერმანელს ISIS-ის წევრობისთვის 6 წელი მიუსაჯეს
ერაყის არასრულწოვანთა სასამართლომ გერმანიის მოქალაქეს ლინდა ვენცელს დაჯგუფება 'ისლამური სახელმწიფოს' წევრობისთვის და ერაყის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ Sueddeutsche Zeitung-ი წერს.
პროცესი ბაღდადში გაიმართა, თუმცა იმის გამო, რომ ბრალდებული არასრულწლოვანოა, საამართლოს დეტალები არ ვრცელდება.
გასული წლის ზაფხულში ცნობილი გახდა, რომ გერმანიის ქალაქ ფულშნიციდან გაუჩინარებული 16 წლის ლინდა ვენცელი, ერაყელმა ჯარისკაცებმა მოსულში, ქალაქის ISIS-გან გათავისუფლების შემდეგ იპოვეს.
გოგო გერმანიიდან თურქეთში 1 წლის წინ გაფრინდა, თურქეთიდან კი ერაყში, ქალაქ მოსულში შეძლო გადასვლა, სადაც 'ისლამური სახელმწიფოს' მებრძოლზე, ჩეჩენ ტერორისტზე დაქორწინდა.
როდესაც ერაყის არმიამ ქალაქი მოსული ტერორისტებისგან გაათავისუფლა, ლინდა ვენცელი ჯარისკაცებმა მის მკვდარ მეუღლესთან იპოვეს. ის შველას ითხოვდა.
იანვარში ცნობილი გახდა, რომ ერაყში გერმანიის მოქალაქეს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ქალს ბრალი ედებოდა დანაშაულებში, რომელიც მან დაჯგუფება 'ისლამური სახელმწიფოს' რიგებში ყოფნის დროს ჩაიდინა.
სრულად
