დაღესტანში სროლაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო
რუსეთის ფედერაციის რესპუბლიკაში, დაღესტანში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება 'ისლამურმა სახელმწიფომ' აიღო. ამის შესახებ ჯიჰადისტების სააგენტოზე დაყრდნობით რუსული მედია წერს.
შემთხვევა ქალაქ ყიზლარში ყველიერისადმი მიძღვნილი მსვლელობის დროს მოხდა. შეიარაღებულმა პირმა ადამიანების ჯგუფს ცეცხლი გაუხსნა. შედეგად 5 მათგანი დაიღუპა, კიდევ 4 კი დაიჭრა.
თავდამსხმელი ადგილზე მოკლეს. როგორც რუსული მედია წერს, მას 'ისლამური სახელმწიფოს' ერთგულების ფიცი ჰქონდა დადებული.
სრულად
