ხვალ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი 2017 წლის შედეგებს წარადგენს

16 თებერვალს, 12:00 საათზე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო 2017 წელს განხორციელებული საქმიანობის, მიღწევებისა და შედეგების პრეზენტაციას გამართავს.
ღონისძიებას გახსნიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ჯენერ ედელმანი.
140 მილიონი ამერიკული დოლარის მეორე კომპაქტს საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის ფონდი 2014 წლიდან ახორციელებს. კომპაქტი საერთაშორისო საგრანტო ხელშეკრულებაა, რომელიც აშშ-ის მთავრობას, წარმოდგენილი აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, და საქართველოს მთავრობას შორის 2013 წლის 26 ივლისს გაფორმდა და 2014 წლის 1 ივლისს შევიდა ძალაში.
ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტი საქართველოს განათლების სექტორში განხორციელებული უმსხვილესი გრანტია. იგი ითვალისწინებს 2019 წლის ჩათვლით პროექტების განხორციელებას ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში.
კომპაქტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებას ქვეყნისთვის პრიორიტეტულ დარგებში, როგორებიცაა საინჟინრო-ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო მიმართულებები (STEM), სოფლის მეურნეობა და ტურიზმი.
სრულად
