Header Ads

შალვა ნათელაშვილმა თეა წულუკიანთან სასამართლო პროცესი წააგო

'ლეიბორისტული პარტიის' ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა იუსტიციის მინისტრთან თეა წულუკიანთან სასამართლო პროცესი წააგო. ამის შესახებ თავად წულუკიანმა Facebook-ზე დაწერა.

საქმე ეხება 2016 წელს ნათელაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, როდესაც მან თქვა, რომ თეა წულუკიანს სტრასბურგში საცხოვრებელი ბინა უყიდეს. 

'შალვა ნათელაშვილს 'დაევალა იბერიისა და ტვ პირველის ეთერით „დაიყვიროს“, რომ 2016 წელს ამ კომპანიების შესაბამის გადაცემებში გაკეთებული მისი ჩემთან დაკავშირებული განცხადებები იყო ცილისწამება', - წერს თეა წულუკიანი.

 

 

 

თეა წულუკიანმა შალვა ნათელაშვილს ღირსებისა და პატივის შელახვისთვის სასამართლოში 2017 წლის ივნისში უჩივლა. 

მინისტრის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მან თავის საკუთრებაში არსებული ბინა სტრასბურგში 2016 წელს გაყიდა. გარიგების შედეგად, 222 519 ევროს შემოსავალი მიიღო, საიდაც 83 600 ევრო ამ ბინის შესასყიდად 2008 წელს აღებული სესხის დაფარვას მოახმარა.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.