სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ახალი პრეზიდენტი სირილ რამაპოსა გახდა

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ვიცეპრეზიდენტი სირილ რამაპოსა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად აირჩიეს. გადაწყვეტილება. ახალი პრეზიდენტი ქვეყანის პარლამენტში ერთადერთი წარდგენილი კანდიდატი იყო. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტი ჯეიკობ ზუმა დღეს თანამდებობიდან გადადგა. ეს განცხადება მან მოსახლეობისადმი მიმართვის დროს გააკეთა. 12 თებერვალს მმართველმა აფრიკულმა ეროვნულმა კონგრესმა პრეზიდენტს პოსტის დასატოვებლად 2-დღიანი ვადა მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გადაყენებით დაემუქრნენ.
75 წლის ჯეიკობ ზუმას ოპოზიცია კორუფციაში, ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასა და ფულის გათეთრებაში ადანაშაულებს. პრეზიდენტი ყველა ბრალდებას უარყოფს.
სრულად
