შუახევში ინფრასტრუქტურული სამუშაოების შეჩერების გამო 9 კომპანია დაჯარიმდა

შუახევის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების შეჩერების გამო, მერიამ 9 კომპანია დააჯარიმა. ამის შესახებ ipn-ი წერს.
შუახევის მერის ფრიდონ ფუტკარაძის განცხადებით, კომპანიების ნაწილმა სამუშაოების მიმართ გასულ წელს გულგრილი დამოკიდებულება გამოიჩინა, ნაწილი კი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვერ ჩაეტია.
მერის განმარტებით, მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ შეწყდება, მას პირად კონტროლზე აიყვანს, რომელიც 2018 წელს აუცილებად დასრულდება.
„შუახევის მუნიციპალიტეტში 2017 წელს რა ღონისძიებებიც იყო დაგეგმილი, წარმატებით განხორციელდა, მაგრამ 24 პროექტი, რომელიც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მოიცავდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროში ვერ დასრულდა. ხელისშემშლელი ფაქტი კლიმატური პირობები იყო, ან კონკრეტული კომპანიების მხრიდან საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულება გამოიკვეთა. 9 კომპანია დაჯარიმებულია, იმიტომ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში ვერ მოახერხეს სამუშაოების დასრულება, თუმცა, ჯარიმის ფონზე სამუშაოებს მაინც გააგრძელებენ, რომელსაც პირად კონტროლზე ავიყვან“,- განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.
სრულად
