Header Ads

ჰიპ-ჰოპ ჟანრის შემქმნელი გარდაიცვალა

გულის შეტევის შედეგად ლას-ვეგასში ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთი პიონერი, რეპერი და დიჯეი Lovebug Starski გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Variety ავრცელებს.

კევინ სმითი, რომელიც Lovebug Starski-ს ფსევდონიმით მოღვაწეობდა, 57 წლის იყო. ის იყო ერთ-ერთი პირველი რეპერი, რომელიც ბრონქსში, 1970-იანი წლების ბოლოს გამოდიოდა და 1980-იან წლებში ჩაწერა ისეთი ჰიტები, როგორებიცაა  Amityville (The House on the Hill), Do the Right Thing და You’ve Gotta Believe.

სწორედ სმითს აწერენ სიტყვა 'ჰიპ-ჰოპის' საავტორო უფლებას, რომელიც მოგვიანებით მუსიკალური ჟანრი გახდა. მიიჩნევა, რომ ერთ-ერთი ბარში  Lovebug Starski 'ჰიპ-ჰოპი' თავის რითმებში გამოიყენა, როდესაც უნდოდა განესახიერებინა, როგორ წავიდა მისი მეგობარი ჯარში და არმიის მარშის რითმის გამეორება სურდა.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.