Header Ads

დედამიწის ყველაზე შავი შენობა ფიონჩანგში აშენდა

ფიონჩანგში ზამთრის ოლიმპიადისთვის ააშენეს დედამიწაზე ყველაზე შავი შენობა. ეს არის ავტოკონცერნ Hyundai-ს პავილიონი, რომელიც ბრიტანელმა არქიტექტორმა ასიფ ხანმა დააპროექტა. შენობა დაფარულია  Vantablack VBx2-ის მასალით, რომელიც სინათლის 99,965%-ს ახშობს.  ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

პავილიონის კედლებზე მიმაგრებულია მილები, რომლის ბოლოებიც ანათებს და ვარსკვლავების ეფექტს ქმნის. ვარსკვლავებით მოჭედილი ცის სურათი იმის მიხედვით იცვლება, რა მანძილზე დგას მნახველი შენობიდან და რომელი კუთხიდან უყურებს პავილიონს.

მსოფლიოში ყველაზე შავი შენობა შიგნით სრულად თეთრია.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.