Header Ads

შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტს ჯანდაცვის კომიტეტში მხარი მეორე მოსმენით დაუჭირეს

ჯანდაცვის კომიტეტმა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტს მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა. კომიტეტში განხილვა თითქმის ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

კანონპროექტზე კენჭისყრამდე „აუდიტორია 115“-ის წევრმა, გიორგი სოფრომაძემ მიკროფონი ჩართო. მან „შრომის უსაფრთხოების შესახებ” კანონპროექტს ფარსი უწოდა და განაცხადა, რომ რეალურ ცვლილებებს დოკუმენტი არ ითვალისწინებს. კანონპროექტის კენჭისყრა მისი გამოსვლის ფონზე ჩატარდა.

ამასთან, „აუდიტორია 115“-ის წევრებმა, რომლებიც განხილვას თავიდანვე ესწრებოდნენ, მცირე ზომის პლაკატები ასწიეს, რომელზეც 1209 ეწერა. მათი თქმით, შრომითი უსაფრთხოების დარღვევას სწორედ ამდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

5 თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შრომის უსაფრთხოების დაცვის შესახებ კანონპროექტზე სპეციალური განცხადება გაავრცელა.

როგორც კობახიძე წერს, საქართველოს პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიან სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების დაცვის შესახებ. ეს არის შრომითი საქმიანობის ის სფეროები, სადაც მდგომარეობა კრიტიკულია და სახელმწიფოს დაუყონებლივ ჩარევას საჭიროებს.

შრომის უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით  თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართა.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.