Header Ads

ბერლუსკონი: მეორე მსოფლიო ომის დროს ძროხებს ვწველიდი

იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრი, მილიარდერი სილვიო ბერლუსკონი, რომელიც ამჟამად თავის წინა საარჩევნო კამპანიას ატარებს, თქვა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ძროხებს წველიდა. 

ბავშვობის ისტორია, პარტია 'წინ იტალიას' ლიდერმა იტალიის სოფლის მეურნეობის ასოციაციის წევრებთან შეხვედრის დროს გაიხსენა. 'მე ისეთივე ვარ, როგორიც თქვენ. ომის დროს, მე გლეხი ვიყავი. 8 წლის ვიყავი, როდესაც ძროხებს ვწველიდი და ანაზღაურებად იოგურტს მაძლევდნენ', - უამბო 81 პოლიტიკოსმა ფერმერებს. 

სილვიო ბერლუსკონი იტალიის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. ის იტალიის პრემიერმინისტრი 1994-95, 2001-06 და 2008–11 წლებში იყო. 2011 წელს მან 75 წლისამ დატოვა პრემიერის თანამდებობა, თუმცა თავისი 18-წლიანი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში, 51-ჯერ გადაურჩა პარლამენტისგან უნდობლობის გამოცხადებას და პრემიერის თანამდებობის დაკარგვას.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.