Header Ads

კიმ ჩენ ინის დას სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ხელი ჩამოართვა

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა კიმ ჩენ ინის დას ხელი ჩამოართვა. ეს ფაქტი მსოფლიო მედიამ როგორც ისტორიული ფაქტი, ისე შეაფასა.

კიმ იო ინი სამხრეთ კორეაში, ოლიმპიადაზე დასასწრებად ჩრდილოეთ კორეის დელეგაციასთან ერთად ჩავიდა. ის სამხრეთ კორეაში სამი დღის განმავლობაში დარჩება.

ზამთრის ოლიმპიადაზე ჩრდილოეთ კორეის დელეგაციას უმაღლესი სახალხო კრების პრეზიდიუმის თავჯდომარე კიმ იონ ნამი ხელმძვანელობს. დელეგაციაში 3 მაღალჩინოსანი და 18 თანაშემწეა. ზამთრის ოლიმპიადაზე ფხენიანმა სულ 22 სპორტსმენი გააგზავნა.

17 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა ოლიმპიადაზე „საერთო კორეული“ დროშით იასპარეზებდა. ამ ფაქტს მსოფლიო მედიის აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. მედიამ მომხდარი ჩრდილოეთ კორეის „ბირთვული ამბიციების“ შემცირებას დაუკავშირა.

2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები დღეს ოფიციალურად გაიხსნა.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.