Header Ads

მარგველაშვილმა ათენში პირველი ქართველი ონკოლოგიური პაციენტი მოინახულა, რომელიც უფასოდ მკურნალობს

საბერძნეთში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ათენში, ონკოლოგიურ კლინიკას „ელპიდა“ ეწვია და პირველი, ქართველი მოზარდი მოინახულა, რომელიც ცენტრში უფასო მკურნალობას გადის. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტმა ქართველ გოგონას, რომელსაც ამჟამად წინასაოპერაციო მომზადება უტარდება, სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა. პრეზიდენტს მხარდაჭერისა და სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა ონკოლოგიური ცენტრის მფლობელმა მარინა ვარდინოაინმა, რომელმაც გიორგი მარგველაშვილს სოლიდარობის ჯილდო გადასცა.

საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, ერთი წლის წინ, სოლიდარობის ფონდთან, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოსთან, მარიანა ვარდინოსიანის ფონდს და მის კლინიკა „ელპიდას“ შორის,თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სამი დღის წინ კი, ათენში პირველი ქართველი პაციენტი ჩამოვიდა, რომელიც ონკოლოგიურ კლინიკაში უფასო მკურნალობას გაივლის.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.