აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეის დელეგაციასთან ერთად არ ივახშმა

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი არ მივიდა მიღებაზე, რომელზეც ჩრდილოეთ კორეის დელეგაციასთან ერთად უნდა ევახშმა, კერძოდ უმაღლესი სახალხო კრების პრეზიდიუმის თავჯდომარესთან კიმ იონ ნამთან.
BBC-ის ცნობით, პენსი ჩრდილოკორეელ თავჯდომარეს პირადად არ გაეცნო და ერთმანეთს თვალს არიდებდნენ. ამავდროულად, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჯე ინი, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის დას კიმ იო ჩინს შეხვდა და ხელი ჩამოართვა.
17 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა ოლიმპიადაზე „საერთო კორეული“ დროშით იასპარეზებდა. ამ ფაქტს მსოფლიო მედიის აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. მედიამ მომხდარი ჩრდილოეთ კორეის „ბირთვული ამბიციების“ შემცირებას დაუკავშირა.
2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები დღეს ოფიციალურად გაიხსნა.სრულად
