BBC: Facebook-ი Dislike ღილაკს ტესტავს

Facebook-ი 'არ მომწონს' ე.წ. Dislike ღილაკს ტესტავს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ სოციალურ ქსელში და ამბობენ, რომ მომხმარებელთა მოთხოვნის მიუხედავად ამ ეტაპზე Facebook-ზე ამ ფუნქციის დამატება არ იგეგმება.
Dislike ღილაკი გარკვეული პერიოდის განმავლობაში აშშ-ში დაიტესტა.
'ვმუშაობთ ისეთი ფუნქციის დამატებაზე, რომელიც საჯარო გვერდის მიერ გავრცელებული პოსტის კომენტარზე ემოციის მიღებას შეძლებს. სიახლე ამ ეტაპზე აშშ-ში მცირე აუდიტორიაზე იტესტება' - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მანამდე Facebook-ში განმარტავდნენ, რომ მსგავსი ღილაკის შექმნა სიძულვილის ენისა და აგრესიულობის პროვოცირებას შეუწყობდა ხელს.
სრულად
