Header Ads

#MeToo-ს აქტივისტ ქალს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

კალიფორნიის საკანონმდებლო ასამბლეამ პოლიტიკოსის კრისტინა გარსიის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, რომელიც სექსუალურ შევიწროებაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.

ასამბლეის წევრის წინააღმდეგ საჩივარი დანიელ ფიერომ შეიტანა, რომელიც გარსისის კოლეგის იენ კელდერონის თანაშემწეა. ფიეროს თქმით, 2014 წელს, საკრამენტოში სოფტბოლის ყოველწლიური თამაშების დროს, მთვრალი გარსია მას ეთომარებოდა. ხელს კიდებდა უკანა ტანზე და ფეხებს შორის. 

გარსიის მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე საჩივარი კიდევ ერთმა კაცმა, საკრამენტოს ლობისტმა შეიტანა. მისი თქმით, პოლიტიკოსი 2017 წლის მაისში, მას ერთ-ერთ წვეულებაზე გამომწვევად ეარშიყებოდა. 

კრისტინა გარსია, რომელიც კალიფორნიის დემოკრატიულ კომიტეტს ხელმძღვანელობს, მოძრაობა #MeToo-ს აქტივისტია, რომელიც სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ გამოდის.

გარსიის ფოტო ჟურნალ Time-ში 'წლის ადამიანების' ნომერშიც მოხვდა, სადაც ქალები სექსუალური ძალადობის შესახებ ჰყვებოდნენ.

სექსუალურ ძალადობასა და შევიწროებაში დადანაშაულება 2017 წლის ერთ-ერთ მთავარ ტენდენციად იქცა. მასშტაბური სკანდალი, რომელიც ჰოლივუდში ცნობილი პროდიუსერის ჰარვი ვაინშტეინის დადანაშაულებით დაიწყო, მასობრივად გავრცელდა და ამერიკის ფარგლებსაც გასცდა.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.