Header Ads

იურიდიულმა კომიტეტმა დაგროვებითი პენსიის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა დაგროვებით პენსიის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. დღეს პროექტი კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ გააცნო.

პროექტმა კომიტეტის 7 წევრის მხარდაჭერა მიიღო, სხდომას ოპოზიცია არ დასწრებია. 

განხილვის დროს უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ფინანსთა მინისტრის მოადგილის მისამართით კრიტიკა გამოთქვა. ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, კანონპროექტის სამფურცლიანი განმარტებითი ბარათი საკმარისი არ არის.

საიამ დღეს დაგროვებით საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. საია განმარტავს, რომ საპენსიო შეტანანი კანონპროექტის მიხედვით სავალდებულო გადასახდელი ხდება, ეს კი ახალი გადასახადის დაწესებას ნიშნავს, რაც კონსტიტუციის თანახმად, რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყდეს. 

ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრომ საპასუხო განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ საპენსიო რეფორმაზე რეფერენდუმის ჩატარება არ განიხილება.

1 ოქტომბერს დაგროვებითი საპენსიო რეფორმის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

2018 წლის მესამე კვარტლიდან კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება. დაგროვებითი პენსიების შესახებ კანონპროექტი განსაზღვრული შენატანის საპენსიო სქემის შექმნას გულისხმობს. პროექტი ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.