Header Ads

სირიაში აშშ-ის კოალიციური ძალების დარტყმის შედეგად რუსები დაიღუპნენ

რუსეთის საგერო საქმეთა სამინისტრომ წინასწარ დაადასტურა სირიაში რუსეთის მოქალაქეების დაღუპვის შესახებ ინფორმაცია, რომლებიც აშშ-ის კოალიციის ავიაიერიშს შეეწირნენ. ამის შესახებ საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა. 

დიპლომატის თქმით, სავარაუდოდ, საქმე ეხება რუსეთის 5 მოქალაქეს, თუმცა ინფორმაციას ბოლომდე ჯერჯერობით ვერ დაადასტურებენ. 'მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ საქმე არ ეხება რუს სამხედროებს', - განმარტავს ზახაროვა. 

7 თებერვალს აშშ-ის ხელმძღვანელობის საერთაშორისო კოალიციამ 'სირიის დემოკრატიული ძალების' სამხედროებზე ავიაიერიში მიიტანა. მოგვიანებით ამერიკულმა და რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დარტყმის დროს, დაქირავებული რუსი სამხედროები დაიღუპნენ. 


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.