წულუკიანი: ოზურგეთის საკრებულო ღია მმართველობის კარგი მაგალითია

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოში ღია მმართველობის შესახებ გამოცემა GovInsider-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა. ინფორმაციას droa.ge ავრცელებს.
სტატიაში მინისტრი ლაპარაკობს საქართველოში ღია მმართველობის პრაქტიკის შესახებ და მათ შორის ერთ-ერთ მაგალითად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომების პირდაპირი ტრანსლირება, საანგარიშო პროცესის გამჭვირვალობა და საკრებულოს საქმიანობაში ელექტრონული კვლევების დანერგვა მოჰყავს.
გასული წლის 19 სექტემბერს გიორგი კვირიკაშვილს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსი ერთი წლით გადააბარა. საქართველო OGP-ის ისტორიაში პირველად გახდა 75 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის (ინიციატივის) თავმჯდომარე.
საქართველო OGP-ის 2011 წლიდან შეუერთდა. „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალური სამიტი თბილისში 17-19 ივლისს გაიმართება.
სრულად
