ფოთში, კუნძულის უბნის სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია იწყება

ფოთში, მალთაყვის უბნის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის პარალელურად, კუნძულის უბნის სანაპირო ზოლის განახლება იწყება. ამის შესახებ სააგენტო 'აიპრესი' წერს.
პროექტის მიხედვით დაგეგმილია 61 ათასი კვ. მეტრი ფართობის ფილებით მოკირწყვლა, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, ვეტერანთა სახლისა და საბავშვო მოედნის მოწყობა, კაფეებისა და კომერციული ობიექტების განთავსება.
კუნძულის სანაპირო ზოლის განაშენიანების ორწლიანი პროექტის პირველი ეტაპი, რეგიონული განვითარების ფონდიდან 3 მილიონი ლარით დაფინანსდება.
სრულად
