შსს-ში აშშ-ს დელეგაციასთან საზღვაო ოპერაციებისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე და აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდი საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის უწყბათშორისი საბჭოს წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს. აშშ-ის დელეგაციის წევრებმა დადებითად შეაფასეს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობა.
აშშ-ის ელჩის მოადგილე, ელიზაბეთ რუდის თქმით, ცენტრი ამერიკისა და საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითია.
საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი ამერიკის შეერთებული შტატების ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) დაფინანსებითა და მხარდაჭერით შეიქმნა. ცენტრის უწყებათშორისი საბჭო ხელს უწყობს მის საქმიანობას, უწყებათშორის თანამშრომლობას და საქართველოს ინტერესების დაცვას. უწყებათშორის საბჭოს, ასევე, მისი საქმიანობის ადმინისტრირებასა და ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს.
სრულად
