ნატო ერაყში ახალი მისიისთვის ემზადება

ნატო ერაყის სპეცსამსახურების მხარდასაჭერად ოპერაციის გაფართოებას გეგმავს, რომლის მიზანი დაჯგუფება 'ისლამურ სახელმწიფოსთან' ბრძოლის გაძლიერებაა.
Deutshe Welle-ს ცნობით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ახალი სამხედრო მისიის დაგეგმვას უკვე შეუდგნენ.
ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჯიჰადისტებთან ბრძოლაში ალიანსის მონაწილეობის გაძლიერების სურვილი ბაღდადმა და საერთაშორისო ანტიტერორისტულმა კოალიციამ გამოთქვეს, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს.
ცოტა ხნის წინ ნატოს სპეციალისტებმა ერაყის უსაფრთხოების ძალების თანამშრომლების მომზადება კვლავ დაიწყეს, თუმცა 20 ექსპერტი საკმარისი არ აღმოჩნდა.
თებერვლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა ერაყიდან ჯარის გაყვანა დაიწყო.
გასული წლის დეკემბრის დასაწყისში ერაყის შეიარაღებული ძალებმა განაცხადეს, რომ ქვეყანა „ისლამური სახელმწიფოსგან“ მთლიანად გათავისუფლებულია.
სრულად
