Header Ads

დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ღუდუშაურის კლინიკის კრიტიკული დეპარლამენტის ხელმძღვანელის, ნიკა ქარსივაძის თქმით, ის მოხსნილია მართვით სუნთქვის აპარატიდან, თუმცა ამ დრომდე კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშიი რჩება. ექიმის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ქარივაძემ ასევე აღნიშნა , რომ პაციენტი კონტაქტურია, მაგრამ ტკივილგამაყუჩებელი და საძილე მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშაა. 

როდის მოხდება დოდო გუგეშაშვილის გამოკითხვა, მისივე მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

დოდო გუგეშაშვილს საკუთარ სახლში თავს დაესხნენ. მასთან ერთად ესროლეს მის შვილს, 33 წლის გრიგოლ გუგეშაშვილს, რომელიც ადგილზე დაიღუპა. 

დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 

შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლები).


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.