ბენღაზის მეჩეთში მომხდარ აფეთქებას 8-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ლიბიის ქალაქ ბენღაზიში მეჩეთში მომხდარ აფეთქებას 8-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას CNN-ის ბერძნული რედაქცია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 15-ზე მეტი ადამიანი. როგორც თვითმხილელები ამბობენ ასაფეთქებელი ნივთიერება ჩანთაში იყო დამალული.
ლიბიის ერთ-ერთ ქალაქში მდებარე მეჩეთში ორმაგი აფეთქება ორი კვირის წინაც მოხდა. უბედურ შემთხვევას მაშინ რამდენიმე ათეული ადამიანი ემსხვერპლა.
3/1 Just In: Aftermath of the improvised explosive device blast at Saad Ben Obadah mosque in Majouri neighborhood of #Benghazi pic.twitter.com/SsUomOLOHn
— The Libya Observer (@Lyobserver) February 9, 2018სრულად
