Header Ads

ხულოში მეწყერის გამო რამდენიმე ოჯახთან მისასვლელი გზა ჩაიხერგა

ხულოში, სოფელ საციხურში მეწყრული პროცესები გააქტიურდა. ჩახერგილია ოთხ ოჯახთან მისასვლელი გზა. ინფორმაციას ajaratv-ი ავრცელებს.

ჩამოსულმა მიწის მასამ საფრთხე შეუქმნა ცეცხლაძეების საცხოვრებელს. ადგილობრივები სოფლის გეოლოგიურ შესწავლას და უსაფრთხო ადგილას განსახლებას მოითხოვენ. პრობლემას იცნობენ ხულოს მერიაში.

გოჩა მელაძის განცხადებით, დამეწყრილ სოფელს გეოლოგები უახლოეს დღეებში შეისწავლიან. სწორედ გეოლოგიური დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი აღნიშნული ოჯახებს დროებით ქირით გაიყვანენ თუ სოფლიდან გაასახლებენ.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.