Header Ads

განახლებადი ენერგიის მწარმოებელ ლიდერ ქვეყნად ჩინეთი დასახელდა

გასულ წელს ჩინეთმა, ქვეყნის მასშტაბით, $44 მილიარდის ოდენობით ინვესტიცია განახორციელა განახლებადი ენერგიის წარმოების გასაფართოებლად. მონაცემი 2016 წლის ინვესტიციას $10 მილიარდით აღემატება. 

ენერგეტიკის ფინანსური ანალიზის ინსტიტუტი (IEEFA), განხორციელებული ინვესტიციების მოცულობის მიხედვით, ჩინეთს განახლებადი ენერგიის მწარმოებელ ლიდერ ქვეყნად ასახელებს.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ჯერ სრულად არაა გადასული ბიოენერგიის მოხმარებაზე და ჯერ კიდევ იყენებს წიაღისეულ ნედლეულს, წლიდან წლამდე იზრდება მზის, ქარისა და წყლის გამოყენება ელექტროენერგის წარმოებისთვის. გარდა ამისა, ქვეყანაში შეინიშნება ავტოპარკის განახლებისა და ელექტრომობილების მატების ტენდენცია.

ამასთან, გასულ წელს ჩინეთის მთავრობამ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელის მიხედვითაც, ქარხნებს, რომელიც დაშვებულზე მეტი გამონაბოლქვით დააბინძურებენ ჰაერს, მუშაობის უფლება შეუწყდებათ. 


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.